ამას გატრენინგებდნენ, რომ ეშმაკი ამ ოქმში მოიტეხავს ფეხს? - საგამოძიებო კომისიამ გამოკითხვები დაიწყო

14.06.21 17:38
ამას გატრენინგებდნენ, რომ ეშმაკი ამ ოქმში მოიტეხავს ფეხს? - საგამოძიებო კომისიამ გამოკითხვები დაიწყო

პარლამენტში საგამოძიებო კომისიამ გამოკითხვები დაიწყო.  დეპუტატები ამ წუთებში ვაკის საარჩევნო უბნის იმ წევრებს უსმენენ,  რომლებიც 31 ოქტომბერს არჩევნებზე მუშაობდნენ. 

კომისიის წევრების გამოკითხვა რთულად  მიმდინარეობს. დეპუტატებმა მათ  კომპეტენცია დაუწუნეს და უთხრეს, რომ მათ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა ქვეყანა ლამის სახელმწიფო გადატრიალებამდე მიიყვანა.  

მთელი სამი თვის განმავლობაში თქვენ რომ ტრენინგებს გიტარებდნენ. ამას გასწავლიდნენ  და ამას გატრენინგებდნენ, რომ ეშმაკი აი, ამ ოქმში მოიტეხავს ფეხს? -  განაცხადა  ალუდა ღუდუშაურმა. 

საარჩევნო უბნის წევრებმა დეპუტატების შენიშვნების შემდეგ  საკუთარი შეცდომები და დანაშაული აღიარეს. 

ამ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში დაიბარებენ ყველა პრობლემური ოლქის თავმჯდომარეებს და დამკვირვებლებს. გამოიკითხება ცესკო-ს თავმჯდომარეც. როდის მოუწევს პარლამენტში მისვლა თამარ ჟვანიას, დღის ბოლოს გაირკვევა.