შეცდომა პატრიარქის ოფიციალურ დოკუმენტში - სპირიდონის გათავისუფლების თარიღად 2020 წელია მითითებული

14.06.21 18:03
შეცდომა პატრიარქის ოფიციალურ დოკუმენტში -  სპირიდონის გათავისუფლების თარიღად 2020 წელია მითითებული

საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს მიერ გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტში შეცდომა დაფიქსირდა. დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი პოსტიდან გადააყენეს, თარიღად 2020 წლის 14 ივნისია მითითებული.

ბავშვთა სახლს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ჩაიბარებს.

ნინოწმინდის პანსიონში დღეს საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა, მივიდა და პატრიარქის გადაწყვეტილება გაახმოვანა. 

საპატრიარქოს იურისტის ინფორმაციით, პატრიარქის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა და გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.

საქართველოს პატრიარქის ბრძანებით, ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი, თანამდებობიდან გადააყენეს და მის ადგილზე ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, დანიშნეს.