ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 9 თვეში 5 920 ადამიანი გახდა - შსს
მძიმე სტატისტიკა - ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 9 თვეში 5 920 ადამიანი გახდა. შსს-ის ინფორმაციით, აქედან 4 977 ქალია, ხოლო 943 კაცი.
გამოვლენილ მოძალადეთა შორის 4 785 მამრობითი, ხოლო 867 მდედრობითი სქესის წარმომადგენელია.
სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ფიზიკური ძალადობის 1 764 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 6 059 ფსიქოლოგიური, 76 ეკონომიკური, 26 სექსუალური ძალადობა იყო, ხოლო იძულების 64 და უგულებელყოფის 44 შემთხვევა დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი 525 ქალი გახდა. ფიზიკური ძალადობის 94 შემთხვევა, ფსიქოლოგიურის 940, ეკონომიკურის 1, სექსუალურის 15 და იძულების 15 შემთხვევა დაფიქსირდა.