ჯერ შევხვდები თბილისში - მეუფე იაკობი პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებაზე

14.06.21 18:25
ჯერ შევხვდები თბილისში - მეუფე იაკობი პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებაზე

ნინო ლომჯარიას თუ ნებავს, თბილისში ხშირად ვარ და იქ შევხვდები, - ამის შესახებ ნინოწმინდის ახალმა ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მეუფე იაკობი ომბუდსმენს ბრალს უყენებს და ამბობს, რომ თუ ნინო ლომჯარიამ თავშესაფარში არსებული შესაძლო დარღვევების შესახებ იცოდა, ინფორმაცია პატრიარქისთვის, ან ქორეპისკოპოსებისთვის უნდა მიეწოდებინა. 

ლომჯარიას ჯერ თავიდან შევხვდები თბილისში. არ გეგონოთ, რომ ადვილად მოსარევი კაცი ვარ...

ქორეპისკოპოსობის დროს მე უნდა მცოდნოდა, თუ იყო დარღვევა, ვინ იყო მაშინ სახალხო დამცველი?! ეს ინფორმაცია ჩემამდე აუცილებლად უნდა მოსულიყო. ყველაფერი დაარღვიეს და წლების გამო ეს აჟიოტაჟი შეიქმნა, თვითონაც ცოტა ხანი მოიცადონ...

ჩემთვის ძალიან მძიმე მოსამენია, თუ სახალხო დამცველმა იცოდა დარღვევების შესახებ და საქართველოს პატრიარქს, მის ქორეპისკოპოსს  არ ეუბნებოდა. ხელმძღვანელი ვიყავი და უნდოდა მცოდნოდა - ამბობს მეუფე იაკობი.