"არსებობს ვერსია, რომ საქართველოში არსებული ე.წ. სუსტი ადგილებიდან გაიტაცეს" - გაუჩინარებული რუსი აქტივისტის საქმე

09.11.23 13:31
"არსებობს ვერსია, რომ საქართველოში არსებული ე.წ. სუსტი ადგილებიდან გაიტაცეს" - გაუჩინარებული რუსი აქტივისტის საქმე

საქართველოდან გაუჩინარებული რუსი აქტივისტის საქმე - პუტინის რეჟიმს გამოქცეული რუსი აქტივისტის, რაფაელ შეპელევის სავარაუდოდ, რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდეთ გადაყვანილი.

როგორც ირკვევა, აქტივისტის კვალი 12 ოქტომბრის შემდეგ ქრება. იგი მთაწმინდის ქუჩიდან გაუჩინარდა, მისი პირადი ნივთები კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში რჩება.  

შეპელევის გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს:  ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, შესაძლოა, ეს იყოს გატაცება, რადგან იგი რუსეთში დაბრუნებას ბოლო 2 წლის განმავლობაში არ გეგმავდა.

ჟურნალისტი დიმიტრი ზაირ-ბეკი ამბობს, არსებობს ერთ-ერთი ვარიანტი, რომ რაფაელ შეპელევი გატაცებული იყოს საქართველოში არსებული ე.წ. სუსტი ადგილებიდან, საიდანაც რუსი ძალები ადამიანებს მუდმივად იტაცებენ.

იმისთვის, რომ გავერკვეთ, რა მოხდა ის თვითონ გაემგზავრა საქართველოდან თუ გაიტაცეს, ჯერ უნდა შევხვდეთ მას და გავესაუბროთ. ჯერ მასთან გასაუბრება ვერ შევძელით. ვარიანტები მრავალია, ის შესაძლებელია გაიტაცეს, ან თავად გაემგზავრა. მესამე ვერსიაც არის, საქართველოში არის ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს 20%, იქ საზღვარი ძალიან პირობითია, არ არის ისეთი საზღვარი, როგორიც რუსეთსა და ლატვიას, ან რუსეთსა და ლიეტუვას შორის არის. ძალიან ბევრია ე.წ. ხვრელები, სუსტი ადგილები და ადამიანები იქიდან მუდმივად იკარგებიან. გატაცებები იქ რეგულარულად ხდება. 

ჯერჯერობით ვიდრე რაფაელს არ შევხვდებით, მანამდე ცალსახად ვერ ვიტყვით, რა მოხდა მის შემთხვევაში, მაგრამ შეგვიძლია, ვენდოთ ჩვენს წყაროებს და ვთქვა, რომ ის რუსი ძალოვნების ხელშია. საქართველო ცდილობს, რომ რუსეთი არ გააღიზიანოს. ვფიქრობ, რომ რაღაც არაფორმალური ურთიერთობები მათ შორის არსებობს. მეორე მხრივ, რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები რაიმე ფსევდონიმებით ან მის გარეშეც შეიძლებოდა ჩასულიყვნენ საქართველოში და გაეტაცებინათ კიდე ადამიანი, ამ შემთხვევაში, ეს დიდი სკანდალი იქნება - აღნიშნა დმიტრო ზაირბეკმა.