მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი, ახლა ვარ მე - მეუფე იაკობი რეორგანიზაციას აანონსებს

14.06.21 18:42
მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი, ახლა ვარ მე - მეუფე იაკობი რეორგანიზაციას აანონსებს

"მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი, ახლა ვარ მე"- ამბობს ნინოწმინდის პანსიონის ახალი მმართველი, მეუფე იაკობი.

მისი თქმით,  პანსიონში იცხოვრებენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც დარჩენა უნდათ. ახალმა მმართველმა დღეს ჟურნალისტებიც გააფრთხილა და ბედეფიციარების ადვოკატის გარეშე ჩაწერა აუკრძალა: 

მეუფე სპირიდონი აპირებდა დაახლოებით ერთ წელიწადში, რეორგანიზაციას, მეც გავაგრძელებ იმ საქმეს და ვფიქრობ, ხარისხიანადაც გავაკეთებთ. საერთოდ, სადაც ძალიან დიდი დაწესებულებაა, ვთქვათ სიმართლე, სკოლაში ხომ არის ბულინგი, ჯარში, იქაც არის უმცროს-უფროსობა, მსოფლიოს ყველა ჯარშია ეს. ებრძვიან, მაგრამ ვერ უმკლავდებიან. მცირე-მცირე, საოჯახო რომ იქნება, იქაც დაზღვეული არ ხარ, მაგრამ უფრო მეტად დაზღვეული ხარ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ნინოწმინდის პანსიონში დღევანდელ მდგომარეობაზე კითხვები არ აქვთ არც სოციალურ მუშაკებს, არც სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

თქვენი ინტერესი რა არის, დაიცალოს ახლავე, თუ ვისაც უნდა ყოფნა, იყოს და მერე, როცა მოხდება სახეცვლილება, იმაში მოხვდნენ. ასევე, სოციალური მუშაკები სულ მათთან არიან, მათი დაკვირვების ქვეშ და ბავშვების საუკეთესო ინტერესებს გავითვალისწინებთ აუცილებლად. შემოსული ვარ, რათა სიტუაციას გავეცნო. არ ვარ დახურული ადამიანი. თუ რამე შეცდომაა, ჩემს შეცდომაზეც ვსაუბრობ ხოლმე. ჯერ ჩემსას ვხედავ, შემდეგ სხვისას - ამბობს მეუფე იაკობი.