შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულები ამნისტიას ითხოვენ - პირველი ინტერვიუ დაკავებულებთან

14.06.21 20:40
შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულები ამნისტიას ითხოვენ - პირველი ინტერვიუ  დაკავებულებთან

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებული ხუთი მსჯავრდებული   ამნისტიას ითხოვს. 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე მსჯავრდებულები  შიმშილობენ და პარლამენტში წერილს აგზავნიან. პატიმრები ფიქრობენ, რომ ამნისტია მათაც უნდა შეეხოთ, რადგან ბრალი 225-ე მუხლით აქვთ წაყენებული.

ამნისტია გამოდის ზოგადად მუხლზე და არა მოვლენაზე. ჩვენ რომ არ გვეხება, უფლებების დარღვევაა, სასაცილოა ჩხუბის გამო ადამიანს 5 წელს რომ აძლევ, არ არსებობს ფაქტი, ვინმემ დაინახა რომ ვაორგანიზებთ რამეს? უაზრო ჩხუბი მოხდა, სადაც გიორგი არანაირ კავშირში არ იყო", - ამბობს მსჯავრდებული თენგო ბარბაქაძე.

ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვს მორაგბე ნიკა ჟვანიაც. ჟვანიას დედა ამბობს, რომ სასჯელისგან თავის არიდებას არ ითხოვს, მაგრამ  5 წელი მკაცრი სასჯელია.

ცნობისთვის, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე 2 ეპიზოდად არის დაყოფილი. დაკავებული 5 მსჯავრდებული, რომელიც ამნისტიას მოითხოვს, ძალადობის ეპიზოდზე არის დაკავებული და მათ გამოძიება შაქარაშვილის მკვლელობას არ ედავება.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.