საქართველოს საგარეო ვალი 31.5 მილიარდზე მეტია - "ფლანგვის დეტექტორი"

14.06.21 20:48
საქართველოს საგარეო ვალი 31.5 მილიარდზე მეტია - "ფლანგვის დეტექტორი"

საქართველოს სახელმწიფო ვალი 31.57 მილიარდი ლარია, რაც ნიშნავს, რომ ვალი კანონით დადგენილ კრიტიკულ ზღვარს - ეკონომიკის მოცულობის [მშპ] 60%-ს გადასცდა. ამის შესახებ მონაცემებს "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. მათი  ინფორმაციით, სახელმწიფო სესხად აღებული თანხების დახარჯვას ვერ ახერხებს და აუთვისებელი ვალდებულებების გადახდა უწევს.

სახელმწიფო წლიდან წლამდე სესხად აღებული თანხების დახარჯვას და ბიუჯეტის ათვისებას ვერ ახერხებს და ამასთან, პროცენტთან ერთად აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის გადახდა უწევს. საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტების აუთვისებლობის გამო, სახელმწიფოს 2018 წელს 3.1 მილიონის, 2019 წელს 4.8 მილიონის, ხოლო 2020 წელს 9.6 მილიონი ლარის გადახდა მოუწია. გამოდის, უბრალოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო აღებული ვალის დახარჯვას ვერ ახერხებს, ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ იმაზე მეტი ფული იკარგება, ვიდრე მაგალითად, მოსახლეობის სოციალურ დაცვაში იხარჯება",  -  აღნიშნულია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციაში.