ვინ მოკლა თამაზ გინტური - რა დაადგინა ოჯახმა და რას ამბობ შსს
ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს შაბათს მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ. ოჯახი კი მკვლელების გადმოცემას ითხოვს. არაოფიციალური წყაროებით, უკვე დადგენილია, ვინ დაცხრილა 2008 წლის ომის მონაწილე. ოჯახის მტკიცებით, დადგენილი რუსი ოკუპანტების ვინაობა, ვინც აგვისტოს ომის მონაწილე ჩაცხრილა. ნიკოლაი იმჩენკო, ვასილი დემიდოვი და კოლია იშენკო.
შსს ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს, თუმცა ფაქტია, რომ რუსი მაიორების ვინაობის გამჟღავნებამ სეპარატისტებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
დღეს პირველად, კამერების წინაშე გამოჩნდა ამ სასტიკი დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი მოწმე. თამაზ პაპიტაშვილმა ლომისის ტაძარი თამაზ გინტურის მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა. სოფელში ჩამოსულმა კი სროლის ხმა გაიგო.
დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.