რუსი აქტივისტის გაუჩინარების ახალი დეტალები - აფგან მუხთარლი ხელს ქართულ სპეცსამსახურებს ადებს

09.11.23 20:21
რუსი აქტივისტის გაუჩინარების ახალი დეტალები - აფგან მუხთარლი ხელს ქართულ სპეცსამსახურებს ადებს

 

დგანან თუ არა რუსი აქტივისტის გაუჩინარების უკან ქართული სპეცსამსახურები - აფგან მუხთარლი რაფაელ შეპელოვის  შესაძლო გატაცებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი გაქრობა ქართველი ძალოვანების ხელით გაკეთდა.

ჩვენი ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს - ამბობს 2017 წელს თბილისის ცენტრიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი. ახლა შს სამინისტრომ უნდა თქვას, როგორ მოხვდა რუსი სამოქალაქო აქტივისტი მოსკოვის ხელში. კრემლისგან დამოუკიდებელ მედიებში განგაშია. 

გომელაურის უწყების  ოფიციალური ვერსიით, შეპელოვი  თავად ჩაბარდა საოკუპაციო ძალებს სოფელ კირბალში, თუმცა უფლებამადცველებისთვის ეს ვერსია კატეგორიულად მიუღებელია. სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პუტინის რეჟიმისგან იდევნებოდა საკუთარი ნებით არ გადავიდოდა საოკუპაციო ხაზის მიღმა. მაშინ რა მოხდა. შეპელევის კვალი საქართველოში 12 ოქტომბერს იკარგება.  პუტინის მიერ აკრძალული ორგანიზაციის წევრი ახლა რუსეთის იზოლატორში ჰყავთ გამოკეტილი.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.