სასურველი ჩვენების მიღება ფიზიკური ანგარიშსწორებით - დოთიაშვილის "აღიარების" კადრები და ზეწოლა ოკუპანტისგან
ამ წუთებში, ძალოვანების მობილიზაციაა ერგნეთში. საოკუპაციო რეჟიმი გატაცებული ლევან დოთიაშვილის გადმოცემას გეგმავს. გადმოცემის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ჯერ არ ადასტურებს. ვრცელდება მისი აღიარების კადრებიც. კარგად ჩანს ფიზიკური ანგარიშსწორების კვალი სახეზე და საუბრის დროსაც დაკავებულს ეტყობა, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ასე ცდილობდა რეჟიმი სასურველი ჩვენების მიღებას. დაკითხვა ცხინვალის იზოლატორში ქართულ ენაზე მიმდინარეობს და კითხვებსაც დოთიაშვილი ქართულად პასუხობს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დოთიაშვილმა აღიარა დანაშაული და თქვა, რომ საოკუპაციო ხაზი შეგნებულად დაარღვიეს და ეს თამაზ გინტურის მოთხოვნით მოხდა. სეპარატისტული რეჟიმი გინტურს სააკაშვილის მომხრედ აცხადებს და ასე ცდილობს რეჟიმი ახლა 2008 წლის ომის მონაწილის მკვლელობის გამართლებას. თუმცა გავრცელებულ ვიდეოში დოთიაშვილის ამ შინაარსის ჩვენება არ ფიგურირებს.