ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარი გაჩნდა

14.06.21 22:00
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის  ლიკვიდირებულია.

ცეცხლი ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად, დაშავებულები არ არიან.

 უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები