6042 სოციალურად დაუცველი საახალწლო ნობათს მერიისგან ვერ მიიღებს

09.11.23 20:32
6042 სოციალურად დაუცველი საახალწლო ნობათს მერიისგან ვერ მიიღებს

 

თბილისის მდიდარ მერს ყველაზე გაჭირვებული თბილისელებისთვის ფული არ ემეტება. 42 ათასი სოციალურად დაუცველიდან, რომლებიც ყოველდღიურად უფასო სასადილოებით სარგებლობენ, საახალწლო ნობათს 6042 სოციალურად დაუცველი ვერ მიიღებს. მაგალითად ისნის რაიონში 5080 ბენეფიციარია. თუმცა ოპოზიციამ დათვალა, რომ ახალ წელს ისანში 630 გაჭირვებული მერიისგან საჩუქარს არ უნდა ელოდოს. ანუ, თუ ოჯახში სამი წევრია, ორი მიიღებს ნობათს და ის მესამეს უნდა გადაუნაწილონ. ეს არის დახმარების ახალი ფორმულა იმ  მუნიციპალიტეტისგან, რომელიც წელსაც მზად არის 700 ათასი მხოლოდ ნაძვის ხეში გადაიხადოს.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.