ჩვენი ხმა ევროპას - პრეზიდენტის ინიციატივას მოქალაქეების უპრეცენდენტო აქტივობა მოჰყვა

09.11.23 20:53
ჩვენი ხმა ევროპას - პრეზიდენტის ინიციატივას მოქალაქეების უპრეცენდენტო აქტივობა მოჰყვა

 

ჩვენი ხმა ევროპას. დილიდან ათონელის რეზიდენციაში ხალხმრავლობაა. პრეზიდენტის ინიციატივას მოქალაქეების უპრეცენდენტო აქტივობა მოყვა. პეტიციაზე ხელმოსაწერად მიდიან სხვადასხვა ასაკის და პოლიტიკური მრწამსის ჩვენი თანამოქალაქეები ერთი მოთხოვნით - დაარწმუნონ ევროკავშირი, რომ ევროპა საქართველოს მოსახლეობის ურყევი არჩევანია.

15 დეკემბრამდე ქართულმა საზოგადოებამ ხელმოწერით უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ქვეყნის მთავარი გზავნილი იქნება ევროკავშირის ლიდერებისთვის.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.