სამძიმარზე წავიდა პირდაპირ, როგორ იქნება, მის თვალწინ მოკლეს კაცი - დოთიაშვილის მამა
პირველი, რაც ლევან დოთიაშვილმა სოფელში დაბრუნებისას გააკეთა იყო ის, რუსების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახში სამძიმრის სათქმელად მივიდა.
ოჯახის წევრების და ახლობლების თქმით, დოთიაშვილი ამ დრომდე მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არის და მომხდარის შესახებ ახლო მომავალში ისაუბრებს
მოვიდა და სამძიმარზე წავიდა პირდაპირ, როგორ იქნება, ვერ ვიცანი, ისეთ მდგომარეობაშია. მის თვალწინ მოკლეს კაცი, უყურებდა, როგორ მოკლეს, დანარჩენს გეტყვით თვითონ ხვალ. ნაცემია კი და ექსპერტიზა ჩატარდა და იქნება პასუხები". - ამბობს დოთიაშვილის მამა.
ლევან დოთიაშვილი თავისუფალია. სამ დღიანი რუსული ტყვეობაა გუშინ ღამით დასრულდა.
საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ დოთიაშვილმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ საოკუპაციო ხაზი შეგნებულად დაარღვიეს და ეს თამაზ გინტურის მოთხოვნით მოხდა. სეპარატისტული რეჟიმი გინტურს სააკაშვილის მომხრედ აცხადებს და ასე ცდილობს რეჟიმი ახლა 2008 წლის ომის მონაწილის მკვლელობის გამართლებას. თუმცა გავრცელებულ ვიდეოში დოთიაშვილის ამ შინაარსის ჩვენება არ ფიგურირებს.