"ვითხოვთ სასწრაფოდ გათავისუფლებას" - ირაკლი ბებუას ოჯახი ომბუდსმენს მიმართავს
ირაკლი ბებუას ოჯახი სახალხო დამცველს მიმართავს. უკანონო პატიმრობაში მყოფი ქართველი კაცის ახლობლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის გასათავისუფლებლად არაფერს აკეთებს.
ოჯახი ამბობ, რომ ბებუას მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, როგორიცაა თავის და წელი ტკივილი და კუჭის პრობლემები, თუმცა ამ ყევლაფრის სამკურნალოდ მას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს აძლევენ.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" შეფასებით, ხელისუფლება ბებუას გასათავისუფლებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. იურისტები ოჯახის წევრებთან ერთად ომბუდსმენს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მანდატი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადტყვევებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენი მოთხოვნაა მისი სასწრაფოდ გათავისუფლება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. მას აქვს ქრონიკული თავის, ხერხემლის და კუჭის ტკვილები. მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა ძალიან რთულია. ოფიციალურად მას 3 წელი და 4 თვე აქვს უკვე მოხდილი, არჩენილია 1 წელი და 3 თვე, - ამბობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი.
უკვე 1135 დღეა, ბებუა სასჯელს სოხუმის ციხეში იხდის. მას საოკუპაციო რეჟიმი ეგრედწოდებული დროშის დაწვას ედავება. არსებული ცნობებით, ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღურად მძიმდება.
აფხაზეთის ტერიტორიაზე პატიმრობაში საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე იმყოფება. ასევე, 5 მოქალაქე იმყოფება ცხინვალის საპყრობილეში.