სამძიმარზე იყო, მერე წავიდა, ეს თქვა და შეურაცხყოფა გამოვიდა ჩემი ძმის - გივი გინტური გორის საკრებულოს თავმჯდომარეზე

10.11.23 12:45
სამძიმარზე იყო, მერე წავიდა, ეს თქვა და შეურაცხყოფა გამოვიდა ჩემი ძმის - გივი გინტური გორის საკრებულოს თავმჯდომარეზე

მოკლული თამაზ გინტურის ძმა, მედიასთან გორის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება  და ამბობს, რომ  დავით რაზმაძემ შერაცხყოფა მიაყენა მის ძმას.

"მნიშვნელობა არ აქვს სალოცავში ნასვამი მივა, ფხიზელი მივა, ვისაც სალოცავი უყვარს და ეკლესია უყვარს, მნიშვნელობა არ აქვს. არ მომეწონა ეს განცხადება, იმიტომ, რომ 10 წუთის წინ ჩემი ძმის სამძიმარზე იყო და მერე წავიდა და შეურაცხყოფა გამოვიდა ჩემი ძმის".- ამბობს გინტურის ძმა.

"რამდენი ვიღაცა დალევს, მერე იქით უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, გააგრძელოს ქეიფი", - ასე გამოეხმაურა გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე "TV მონიტორინგთან" კირბალში მომხდარ მკვლელობას., სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა თამაზ გინტურის ოჯახის გაღიზიანება.

რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება... რამდენი ადამიანი უნდა გყავდეს... სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველანაირ პროპაგანდას წევენ ის რაღაცა სადემარკაციო ხაზი რომ არსებობს და რაც არ უნდა გადაკვეთო, იქ არ უნდა გადახვიდე. სახელმწიფო იცავს ყველაფერს, მაგრამ თვითონ მოსახლეობა, იქ არსებული მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს", - ამბობს რაზმაძე.