"გელათის ფრესკების გადარჩენა შეუძლებელია" - რესტავრატორების პირველი ანგარიში

10.11.23 13:21
"გელათის ფრესკების გადარჩენა შეუძლებელია" - რესტავრატორების პირველი ანგარიში

გელათის ფრესკების გადარჩენა შეუძლებელია - ასეთია მთავრობის მიერ შექმილი რესტავტრატორების ჯგუფის პირველი ანგარიში. უძველეს ტაძარში საგანგებო მისიით მივლენილმასპეციალისტებმა განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ უნიკალური ფრესკები ნადგურდება.

ექსპერტების თქმით, არის მხატვრობის ნაწილი, სადაც რესტავრაცია შეუძლებელია, ავთენტური სახე იკარგება და  დაზიანებები ისევ აქტიურ ფაზაშია. რეაბილიტაციუს კომიტეტის მთავადი მიზანი ახლა გელათის დროებითი გადახურვის დასრულებაა, რომ კედლების გამოშრობის პროცესი დაიწყოს.

დღეს უკვე თვალნათლივ სახეზეა წინა საკონსერვაციო ჩარევების წარუმატებლობა და ამ ჩარევების შედეგად კიდევ უფრო მოხდა კედლის მხატვრობის მდგომარეობის დამძიმება, რაც სამწუხაროდ, კიდევ უფრო აფერხებს და ხელს უშლის სამომავლო ჩარევას. ამ ეტაპზე რაც არის გამოკვეთილი, იმ ნაწილებშ, სადაც საკონსერვაციო ჩარევა განხორციელდა 2021-22 წლებში, სამწუხაროდ, ამ ნაწილში საკონსერვაციო ჩარევის საშუალება ჩვენ არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ იქ მდგომარეობა არის კრიტიკული, დაზიანება კვლავ აქტიურია, მარილების კრისტალიზაციის ციკლი კვლავ აქტიურ ფაზაშია და რა თქმა უნდა, დანაკარგებიც კვლავ მიმდინარეა. რომ არ განოხრციელებულიყო ჩარევა, დანაკარგი იქნებოდა ბევრად ნაკლები, ვიდრე გვაქვს ახლა. ახლა, ამჟამად პროცესი დაზიანების არის მიმდინარე და რეალურადხ, ვერ ვერევით, ვერ ვეხებით. აქ არის წარმოდგენილი დაზიანების ძალიან მძიმე ფორმები. საგანგაში მდგომარეობა არის იმაში, რომ ეს დაზიანება არის მიმდინარე და დანაკარგი თუ დაზიანების დროს იყო საკმაოდ დიდი, სამწუხაროდ, დანაკარგის მასშტაბი იზრდება, - ამბობს კედლის მხატვრობის რესტავრატორი ლელა ნინოშვილი.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი, რომელსაც საპატრიარქო ხელმძზღვანელობს უკვე 6 თევა მონასტერშ მუშაობს. კომიტეტის წევრევბი ამბობენ, რომ ახლა მათ მიზანს კედლების გამოშრობა წარმოადგენს. მათი თქმით, არასწორად გაკეთებული გადახურვის სამუშაოების გამო ტაძარში წყალი ჩადიოდა და სინესტე დაგროვდა, ამის გამო კედლის გამოშრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

რაც შეეხება კედლების სისველეს, უნდა მოხდეს მათი გამოშრობა. ბინებრივია, შეუძლებელია 100%-ით ყველაფრის აღდგენა, არის დაზიანებული სივრცეები. ამდენი საუკუნე გელათი ჩვენ შევინარჩუნეთ და მემგონი, ძალიან დიი სირცხვილი იქნება ყველა ჩვენტაგანის, რომ ჩვენ დავაზიანოთ, - ამბობენ კომიტეტში. 

2018-19 წლებშ გელათის სახურავის სარემონტო სამუშაოების შედეგად ტაძარში წყალი ჩავიდა, რის შემედგაც შეუქცევადი პროცესები დაიწყო. 2021 წელს გელათის რეაბილიტაციის საქმეში იტალიური ასოციაცია, თუმცა დაზიანებები ტაძარშ სიევ გრძელდება. უკვე მაისის თვეშ გელათის მართვა საპატრიარქომ გადაიბარა.