6 600 ლარის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა - დაკავებულია 1 პირი

15.06.21 10:26
6 600 ლარის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა - დაკავებულია 1 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიების მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 1 548 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი - სიგარეტი ქართული აქციზური მარკის გარეშე. ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 6 600 ლარს აღემატება.

გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულ იქნა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები