სენაკში მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია

15.06.21 10:36
სენაკში მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია

სენაკში მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით სამართალდამცველებმა ბ.გ. მომხდარიდან მეორე დღეს, ქალაქ მცხეთაში დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სოფელ ხორშისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, 1975 წელს დაბადებული ლ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბ.გ. მომხდარიდან მეორე დღეს, ქალაქ მცხეთაში, დააკავა.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,
- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 3 -დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.