როგორ მოკლეს თამაზ გინტური - რუსების სისასტიკეზე ტყვეობიდან გათავისუფლებულმა დათუაშვილმა გათქვა
თამაზ გინტურს დამიზნებით ზურგში ესროდნენ. სიკვდილამდე მეგობრისთვის მხოლოდ ერთი ფრაზის თქმა მოასწრო: "დამჭრეს". რუსი ოკუპანტების სისასტიკის ახალი დეტალები დღეს ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ლევან დოთიაშვილმა გათქვა.
ოქროს მოწმე, რომელიც საბედისწერო დღეს თამაზ გინტურთან ერთად იმყოფებოდა იხსენებს, რომ ოკუპანტებმა ჯერ მანქანის საბურავები დაცხრილეს, როცა გაქცევა ვეღარ შეძლეს, ამის შემდეგ იყო რამდენიმე სასიკვდილო გასროლა.
გინტური მოკლეს, გატაცებული დოთიაშვილი კი ავტომატის კონდახებით სცემეს. კირბალის მკვიდრს ისე უსწორდებოდნენ, რომ გონების დაკარგვამდე მიიყვანეს. ამ სასტიკი ანგარიშსწორების ჩამდენი ყველა პირი კი ისევ თავისუფლებაზეა. ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს, ხელისუფლებიდან კი გამოძიების მიმდინარეობის გარდა, სხვა განცხადებები არ ისმის.
იყო კიდევ ერთი და შეურაცხმყოფელი განცხადება. გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, პრაქტიკულად თქვა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გინტურმა ე.წ კანონი მიზანმიმართულად დაარღვია.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.