პრეზიდენტი კოალიციურ მთავრობაზე ალაპარაკდა - "ოცნება" ძალაუფლების დათმობას არ აპირებს
"ქართული ოცნება" ძალაუფლების დათმობას არ აპირებს. პრეზიდენტი ისევ თავდასხმის ობიექტია. ამჯერად ხელისუფლება წყობიდან ზურაბიშვილის პარიზიდან გაკეთებულმა გზავნილმა გამოიყვანა. ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება მხოლოდ კოალიციური მმართველობით არის შესაძლებელი - ამობობს სახელმწიფოს მეთაური. ეს კი ხელისუფლებისთვის მიუღებელია. "ქართული ოცნება", რომელიც ხელისუფლებაში სწორედ კოალიციური მთავრობით მოვიდა, დღეს ძალაუფლების შენარჩუნებას ერთპარტიულად გეგმავს.
კოალიციური მმართველობა გარდაუვალია, თუმცა ამისთვის აუცილებელია არჩევნების თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება - ოპოზციის დიდი ნაწილი სრულად ეთანხმება პრეზიდენტის გზავნილს. 2024 წლის არჩევნები რომ გარდამტეხი იქნება ადასტურებს ის მოთხოვნებიც, რომელიც ევროკომისიის ანგარიშში ჩაიწერა. ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გარემოში ჩატარდება საპარლამეტო არჩევნები.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.