გელათის ფრესკები ვეღარ აღდგება - დაიწყება თუ არა გამოძიება კულტურის სამინიტროს წინააღმდეგ?
გელათის დაზიანებული ფრესკების ნაწილი აღდგენას არ ექვემდებარება. მე-16 საუკუნის უნიკალური მოხატულობა, პრაქტიკულად, განადგურებულია. მიზეზი - არაკვალიფიციური რესრავრაციაა. რომ არა წინა ჩარევები, ფრესკების გადარჩენა უფრო მარტივი იქნებოდა - ეს არის გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის დასკვნა.
წულუკიანის უწყებამ ექსპრტების მიერ გამოცხადებულ განგაშს ყურადღება არ მიაქცია, არაკვალიფიციურმა ჩარევამ კი გელათის ფრესკები ისე დააზიანა, რომ რესტავრატორებს აღდგენის იმედი აღარ აქვთ.
როგორ მოხდა, რომ წლების განმავლობაში ტაძარში წყალი ჩადიოდა და უნიკალურ კედლის მხატვრობა ნადგურდებდა. ახლა რესტავრატორების მთავარი ამოცანაა, რომ კედლების გამოშრობის პროცესი დაიწყოს. ვითარება არის კრიზისული - ამბობენ სპეციალისტები, რომლებმაც გელათის გადარჩენის გეგმა უნდა მოამზადონ.
დაიწყება თუ არა გამოძიება კულტურის სამინიტროს წინააღმდეგ? ეს არის დანაშაული ისტორიის წინაშე, ამბობენ ხელოვნებათმცოდნეები.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.