"ოცნების" ახალი თავის ტკივილი - EU-ს 5 ივლისის მოძალადებიის დასჯას ითხოვს

10.11.23 20:20
"ოცნების" ახალი თავის ტკივილი - EU-ს 5 ივლისის მოძალადებიის დასჯას ითხოვს

ევროკავშირი 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯას ითხოვს. ამ დავალებამ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა მძიმე დღეში ჩააგდო. "ოცნება"  უკვე ორი წელია ხელს აფარებს სადამსჯელო რაზმის ლიდერებს. ეგონათ, რომ ყველაფერი გადააგორეს, თუმცა სულ ტყუილად. ევროკომისიას არ გამორჩენია ეთქვა, რომ გამოძიება არასათანადოდ მიმდინარეობს და აუცილებელია, ციხეში წავიდეს ყველა, შემსრულებლებიც და ბრძანების გამცემებიც. ისინი, ვინც მედიას ქუჩაში  სისხლიანი ანგარიშსწორება მოუწყო.

გომელაურის მოადგილე ამტკიცებს, რომ ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ  მტკიცებულებები არ აქვთ. ეს განცხადება კი მხოლოდ იმის დადასტურებაა, რომ უბრალოდ, პოლიტიკური ნება არ არსებობს, "ალტ ინფოს" ლიდერები ციხეში გაუშვან.

ევროკავშირიდან მოთხოვნა სასაცილოდ არ ჰყოფნის რადიკალების ლიდერს. კოკა მორგოშია დარწმუნებულია, რომ არ დააკავებენ და ამის მტკიცებულებად "ოცნების" ლიდერების განცხადებებს იხსენებს.

ვრცლა ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.