184 მლნ ელმავლების შესაძენად - მოარგო თუ არა ხელისუფლებამ ტენდერი რუსულ კომპანიაზე?
მილიონები საქართველოს ბიუჯეტიდან რუსეთში - საქართველოს რკინიგზამ ელმავლების შესაძენად თითქმის 200 მილიონიანი ტენდერის პირობები რუსულ კომპანიებს მოარგო. სატენდერო დოკუმენტაციაში პირდაპირ წერია, რომ კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებიც რუსეთში დაარსებულ ევრაზიულ კავშირში გაცემულ სერტიფიკატს ფლობენ. ეს პირობა კი, პრაქტიკულად, კრძალავს სხვა მონაწილეების არსებობას. ჩნდება ეჭვი, რომ სახელმწიფო კომპანია საქართველოს რკინიგზასა და რუსულ კომპანიას შორის გარიგება უკვე შემდგარია. კვალის დასაფარად კი ეს ტენდერი მხოლოდ ფორმალობაა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.