ფინეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

11.11.23 10:45
ფინეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

ფინეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. 50 წლამდე მამაკაცს დაზიანებები დანით აქვს მიყენებული.  ფინელი მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ შემთხვევა სასტუმროში მოხდა.  დანაშაულის ეპიცენტრი კვების განყოფილება იყო.  

უცნობია დაპირისპირების მიზეზი. დიდი ალბათობით დაჭრილმა მამაკაცმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. თავდამსხმელი ამ დრომდე მიმალვაშია.