თამაზ გინტურის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად სამოქალაქო აქტივისტები გორისკენ მიემართებიან

11.11.23 11:05
თამაზ გინტურის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად სამოქალაქო აქტივისტები გორისკენ მიემართებიან

თამაზ გინტურის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად  და მისთვის პატივის მისაგებად, სამოქალაქო აქტივისტები ამ წუთებში, მიემართებიან გორისკენ. შეკრება დილით ადრე დაიწყო. 

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ რიგითი მოქალაქეები, სამხედროო  ფორმიანები და ახალგაზრდებიც. დღეს, ყველა ამბობს, რომ ოკუპანტების მიერ, 60 წლამდე ქართველი მამაკაცის მკვლელობა საშინელი დანაშაულია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დაუსჯელი არ უნდა დატოვოს.

"რიგითი მოქალაქეები ვიკრიბებით ერთად იმისთვის, რომ წავიდეთ კირბალში, სადაც დღეს დაკრძალავენ მაიორ თამაზ გინტურს, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დახვრიტეს. ეს მიზანმიმართული ტერორისტული აქტი იყო რუსული საოკუპაციო ძალების ჩვენს დასაშინებლად და ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი დახვრიტეს". - ამბობს დავით ქაცარავა.