საქართველო თამაზ გინტურს ემშვიდობება - ქართველ მაიორს მშობლიური კირბალისკენ, უკანასკნელ გზაზე აცილებენ
ქვეყანა თამაზ გინტურს ემშვიდობება - ამ წუთებში, რუსების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე გორის ეკლესიიდან გამოასვენეს და მშობლიური კირბალისკენ, უკანასკნელ გზაზე აცილებენ.
რუსი ოკუპანტების მსხვერპლი ქართველი მამაკაცისთვის პატივის მისაგებად ხალხი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდა.
თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 15 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეს მკვლელობაში ცხრა რუსი ოკუპანტი მონაწილეობდა.