გინტურის გამოსაყვანად პოლიცია არ ავიდა - ექსკლუზიური ინტერვიუ კაცთან, რომელიც საოკუპაციო ხაზს აკონტროლებდა (შაბათის ანონსი)

11.11.23 14:23
გინტურის გამოსაყვანად პოლიცია არ ავიდა - ექსკლუზიური ინტერვიუ კაცთან, რომელიც საოკუპაციო ხაზს აკონტროლებდა (შაბათის ანონსი)

 

 

 

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საოკუპაციო ხაზთან პოლიციის საგუშაგოები ეტაპ-ეტაპ მოხსნეს ან უკან გადმოწიეს. 

დღეს საღამოს "ნოდარ მელაძის შაბათში" ნახეთ, როგორ გაუთავისუფლა გზა "ოცნების" ხელისუფლებამ რუსეთს, რომ ომის შემდეგ რუსეთს დამატებითი ტერიტორიები მიეტაცებინათ. 

ექსკლუზიურად "შაბათის ეთერში", პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელიც საოკუპაციო ხაზს აკონტროლებდა. ის გამაოგნებელ ამბებს ყვება. 

სასიკვდილოდ დაჭრილი თამაზ გინტურის გამოსაყვანად პოლიცია არც კი ავიდა.  

"როდესაც თამაზ გინტური რუსებმა მანქანით ჩამოიყვანეს და დაუძახეს, არავინ არ ავიდა იქ. ავიდა მხოლოდ სასწრაფოს ექიმი ქალი და მძღოლი, იმათმა გადმოასვენეს მანქანაში, პოლიცია არ იყო ასული". - უყვება  შაბათის ეთერს კაცი, რომელიც  საოკუპაციო ხაზს აკონტროლებდა.

ხალხი საოკუპაციო ხაზთან შეიარაღებული ოკუპანტების პირისპირ მარტოა მიტოვებული და პოლიცია ჰორიზონტზეც კი არ ჩანს.

"ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელი ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟში დღეს, 8 საათზე ნახავთ ფაქტებს და მოუსმენთ ადამიანებს, თუ როგორ გლეჯენ საქართველოს შუაგულს ნაწილ-ნაწილ და როგორ უდებს ეს ხელისუფლება თავისი მდუმარებით რუსეთს ჯიბეში.