13 წლის გოგო მასწავლებელს სექსუალური ხასიათის ქმედებაში ამხელს - რას ამბობენ სკოლაში
გარყვნილ ქმედებაში მხილებული მასწავლებელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. რა მოხდა გურიის ერთ-ერთ სკოლაში და რატომ ვერ გაიგეს პედაგოგებმა, მძიმე ამბის შესახებ? - მასწავლებლები თავის მართლების რეჟიმში არიან. მათ საზარელი დანაშაულის შესახებ 13 წლის გოგონას მეგობრებისგან შეიტყვეს. ახლა ყველა პასუხისმგებლობის მოხსნის რეჟიმშია.
"პირველების" ინფორმაციით, გამოკითხულია სკოლის დირექტორი, თუმცა, როგორც ირკვევა, პოლიციას კითხვები არ დაუსვამს არც სასწავლო ნაწილისთვის და არც კლასის დამრიგებლისთვის.
"პირველებს" სკოლაში ეუბნებიან, რომ მძიმე ამბის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც 13 წლის გოგონას კლასელებმა უამბეს და ფიზკულტურის მასწავლებელს ხელბორკილები დაადეს.
ასევე ირკვევა, რომ ამ დრომდე არც ერთი პედაგოგი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობით არ დაინტერესებულა.
ოჯახში არ ვყოფილვართ, არ ვიცი ფსიქოლოგები თუ არიან ჩართულები, არ მაქვს მოსწავლესთან კონტაქტი.
როცა გავიგეთ, დირექტორმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და საქმე გადასცა. მოსწავლეებისგან გავიგეთ. ამდენი ხანი რომ ასეთი ამბავი ხდებოდა არავინ იცოდა". - ამბობენ სკოლაში.
უმძიმესი ფაქტი გურიის ერთ-ერთ სოფელში - მერვეკლასელი მოსწავლე ფიზკულტურის მასწავლებელს სექსუალური ხასიათის ქმედებაში ამხელს.
13 წლის გოგო ამბობს, რომ ფიზკულტურის მასწავლებელმა გაკვეთილების შემდეგ მასზე ორჯერ იძალადა.
"პირველების" ინფორმაციით, არასრულწლოვანი ჩვენებაში ამბობს, რომ 54 წლის კაცი, მას მშობლების მკვლელობით ემუქრებოდა.
სავარაუდო დანაშაული მას შემდეგ გახმაურდა, რაც 13 წლის ბავშვმა მომხდარის შესახებ კლასელებს უამბო.
ფიზკულტურის მასწავლებელი რამდენიმე საათის წინ დააკავეს.
როგორც "ტვპირველი.ჯი-ს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით 14 წლის მიუღწეველ პირთან.