"დაუფიქრებელი ნაბიჯია, როდესაც ვამწვავებთ სიტუაციას" - ანდრია ჯაღმაიძე გინტურის დაკრძალვაზე იმყოფებოდა

11.11.23 15:30
"დაუფიქრებელი ნაბიჯია, როდესაც ვამწვავებთ სიტუაციას" - ანდრია ჯაღმაიძე გინტურის დაკრძალვაზე იმყოფებოდა

 

 

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე აგვისტოს ომის ვეტერანის მიერ ლომისის ეკლესიის კარის გაღებასა და სანთლის დანთებას დაუფიქრებელ ნაბიჯს უწოდებს, რომელმაც არაერთი ადამიანი საფრთხის წინაშე დააყენა.

ჯაღმაიძე, რომელიც დღეს გორში, გინტურის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ სამღვდელოება საოკუპაციო ხაზის მიღმა არსებული ეკლესიების შენარჩუნებას ყოველგვარი გზით ცდილობს.

ეს არის დიდი ტკივილი, ეს არის კიდევ ერთი ტრაგედია. უსამართლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არაერთი ასეთი ტრაგედია მოყვა. ჩვენ ვერ გავუფრთხილდით ასეთ ხალხს. ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი გულანთებული ადამიანთანაგნი, რომლის გაფრთხილებასაც მე ვცდილობდი. წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ავარიდეთ ამ კაცს ეს საფრთხე. დაუფიქრებელი ნაბიჯი არის, როდესაც ვამწვავებთ სიტუაციას ისეთნაირად, რომლის მართვაც არ შეგვიძლია და რისკის ქვეშ ვაყენებთ ხალხს. საოკუპაციო ხაზის იქით ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ტაძრები, მოვუაროთ და მსახურება არ შეწყდეს - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური კირბალში, სოფლის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. 

რუსი ოკუპანტების მსხვერპლი ქართველი მამაკაცისთვის პატივის მისაგებად ხალხი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდა.

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 15 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.