თამაზ გინტურის ხსოვნის დაფასება მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით შეიძლება - კუპრაძე
პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე კირბალში ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ჩავიდა.
კუპრაძის თქმით, თავისუფლებისთვის მებრძოლი ჯარისკაცების დაფასება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით არის შესაძლებელი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის ვეტერანი ქვეყნის სიყვარულსა და დამოუკიდებლობას შეეწირა.
ჩვენ უკან ახლა არის სწორედ ის კარაჭედილი ეკლესია, რომლის ეზოშიც მოკლეს თამაზ გინტური. ის როგორც გმირი, აგვისტოს ომის მებრძოლი და ჯარისკაცი დაიღუპა იმავე სოფელში და იმავე რწმენით, რომ ეს არის ქართული მიწა. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია საზოგადოებას არის ის, რომ სწორად ვმართოთ ეს ქვეყანა და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანად, ისე რომ არ დაიღვაროს სისხლი. მხოლოდ ასე შეიძლება ამ ადამიანების ხსოვნის დაფასება", - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური კირბალში, სოფლის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
რუსი ოკუპანტების მსხვერპლი ქართველი მამაკაცისთვის პატივის მისაგებად ხალხი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდა.
თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 15 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.