სუს-ის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალს აცნობენ - ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულების ვინაობა კონფიდენციალურია

11.11.23 15:48
სუს-ის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალს აცნობენ - ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულების ვინაობა კონფიდენციალურია

არიან თუ არა მიგრანტების საქმეზე დაკავებული მამაკაცები ტერორისტული დაჯგუფების წევრები? უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ამ წუთებში, ბრალის დადგენილება უნდა გააცნონ. მათთან უფლებადამცველი შევიდა. მათთან  ბრალის დადგენილება უნდა გააცნონ.

ადვოკატის თქმით, ის ახლა უნდა გაეცნოს საქმის მასალებს.

რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ის ვიცი მეც. არც საქმის მასალები გადმომცემია, არც არაფერი. ახლა შევდივარ ბრალის წარდგენაზე, შესაბამისად, დამატებით ინფორმაციას, რომ გამოვალ გეტყვით. კონფიდენციალურია მონაცემები, შესაბამისად მათ სახელს და გვარს ვერ გეტყვით. ის, ვიცი, რომ ახლა უყენებენ ბრალს".- ამბობს ადვოკატი.

უცხო ქვეყნის ორივე მოქალაქე თბილისში დააკავეს, გამომძიებლებმა ამოიღეს ასაფეთქებელი მოწყობილობები ნიღბები, ელექტრო შოკები და ტერორისტული დაჯგუფება, "ისლამური სახელმწიფოს" დროშებიც.