"ბოლოს საჭე დაგვრჩება ხელში" - ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ

11.11.23 15:56
"ბოლოს საჭე დაგვრჩება ხელში" - ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ

 

" data-width="auto">

 

ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ - კომპანია "ბოლტის" თანამშრომლები მგზავრობის საფასურის გაძვირებას ითხოვენ.

200-მდე მძღოლი უკვე მეექვსე დღეა მგზავრების მომსახურებაზე უარს ამბობს. გაფიცულები ამბობენ, რომ არსებული პირობები მათთვის მიუღებელია და თანხა რომელიც დღის ბოლოს რჩებათ, გაძვირებული ცხოვრების გამო, თავის სარჩენად არ ყოფნით.

მუშაობას გავაგრძელებთ იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციაზე გამოვლენ და გაგვითვალისწინებენ. არ კითხულობენ, რატომ არის ქუთაისში ამდენი მძღოლი გაფიცული. დაახლოებით 20% გაზარდონ ტარიფი, შეკვეთაზე როცა წავალთ დაგვრჩეს ორი კაპიკი. ისეთი ფასები აქვთ დაწესებული, რომ არაფერი არ რჩება მძღოლს. მძღოლს ბოლოს დარჩება ელემენტარული საჭე ხელში", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.