მასწავლებლის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაული გურიის სკოლაში - 13 წლის გოგოს ოჯახი დუმილს არღვევს
სკოლის მოსწავლის ოჯახი, გარყვნილ ქმედებაში მხილებული პედაგოგის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. 13 წლის გოგონას დედა ადასტურებს რომ დანაშაული გურიის ერთ-ერთ სკოლაში ნამდვილად მოხდა. როგორც გაირკვა, შეშინებულმა გოგონამ დუმილი სკოლის დირექტორთან დაარღვია, სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში პოლიცია.
13 წლის გოგოს ოჯახი კი დუმილს არღვევს - მოსწავლის დედა "პირველებთან" მან მძიმე ამბის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც გოგონა სკოლის დირექტორთან და კლასელებთან ალაპარაკდა.
გოგონასთან კი უკვე ფსიქოლოგები მუშაობენ.
7-8 ნოემბერს ფიზკულტურის გაკვეთილი ჰქონდა, 7-ში უცდია მოფერება , შეშინებია და ვერ თქვა სახლში. თან დამუქრებია და შეშინებული იყო. მერე სკოლის დირექტორისთვის უთქვამს, სკოლის დირექტორმა თქვა, მეც დამირეკა და დაიჭირეს. ბავშვი ახლა კარგად არის, ფსიქოლოგები გვყავს აყვანილი, ბავშვთა დაცვის უფლებების წარმომადგენელიც ჩართულია. იმედია მასწავლებელი არ გამოვა ციხიდან."- ამბობს დედა.
"პირველები" იმყოფებოდა დაკავებული მასწავლებლის სახლში, თუმცა ოჯახის წევრები მედიის კითხვებს დუმილით ხვდებიან.
უმძიმესი ფაქტი გურიის ერთ-ერთ სოფელში - მერვეკლასელი მოსწავლე ფიზკულტურის მასწავლებელს სექსუალური ხასიათის ქმედებაში ამხელს.
13 წლის გოგო ამბობს, რომ ფიზკულტურის მასწავლებელმა გაკვეთილების შემდეგ მასზე ორჯერ იძალადა.
"პირველების" ინფორმაციით, არასრულწლოვანი ჩვენებაში ამბობს, რომ 54 წლის კაცი, მას მშობლების მკვლელობით ემუქრებოდა.
სავარაუდო დანაშაული მას შემდეგ გახმაურდა, რაც 13 წლის ბავშვმა მომხდარის შესახებ კლასელებს უამბო.
ფიზკულტურის მასწავლებელი რამდენიმე საათის წინ დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით 14 წლის მიუღწეველ პირთან.