სოფელ ოფურჩხეთში ნამოხვანჰესის მშენებლობის მომხრეები აქციას მართავენ

15.06.21 11:40
სოფელ ოფურჩხეთში ნამოხვანჰესის მშენებლობის მომხრეები აქციას მართავენ

სოფელ ოფურჩხეთში რიონის ხეობის მცხოვრებლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ნამოხვანჰესის მშენებლობის მომხრეები არიან და თვლიან, რომ ეს პროექტი რიონის ხეობის განვითარებას ემსახურება. 

აქციის მონაწილეები ასევე არ გამორიცხავენ, რომ რიონის ხეობის მცველები ხელისუფლების პოლიტიკურ თამაშს თამაშობდნენ. ისინი  ამბობენ, რომ რიონის ხეობის მცველების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი არიან, რადგან ისინი მათ „მონებს“ და „მოღალატეებს“ ეძახიან.

დასაქმებულები არიან აქ უამრავი ადგილობრივი ადამიანი, ახალგაზრდები, რომლებსაც ინტერესი გაუჩნდათ ხვალინდელი  დღის, იმედი, დაბრუნდნენ სხვა ქვეყნებიდან. ეს არ არის ერთწლიანი და ორ წლიანია, ალბათ ჩემი საშვილთაშვილო პროექტია, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.   
 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუკი პროექტი მაინც შეჩერდება, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს მოაწყობენ.  

მსგავსი სიახლეები