რატომ გაუშვეს სისტემიდან არასასურველი პოლიციელი? - გოგა რაზმაძე პირველ კომენტარს აკეთებს
რატომ გაუშვეს სისტემიდან არასასურველი პოლიციელი? - გოგა რაზმაძე, რომელიც გომელაურის უწყების მაღალჩინოსნებს ცენზურის დაწესებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, ამბობს, რომ უფროსებისთვის მიუღებელი მისი კრიტიკული მოსაზრებები აღმოჩნდა. სწორედ ეს განცდა დარჩა ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის გათავსიუფლებულ თანამშრომელს მას შემდეგ, რაც გენერალური ინსპექციის დასკვნა გახდა ცნობილი.
რაზმაძე ფიქრობს, რომე გადაწყვეტილება უკანონო და ცალმხრივად ფაქტების გამოკვკლევის გარეშეა მიღებული.
ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა გაერთიანდა ერთი გოგა რაზმაძის წინააღმდეგ. 26 ივნისს მივმართე სახალხო დამცველს ჩემს მიმართ კონკრეტული შევიწროების ფაქტებზე და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სისტემამ ჩემს წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სამწუხაროდ, ჩემი უფლებები ვერ დაიცვა. დასკვნა არის ზოგადი და მისი ერთ-ერთი მთავარი ნარატივი არის ის, რომ მე ჩემი პირადი მიზნების გამოყენებით დისკრედიტაცია მოვახდინე მთლიანად შსს-სი და ბატონი მინისტრი მოადგილის და სხვა მაღალჩინოსნების რეპუტაცია ხელვყავი, რაც, რა ტქმა უნდა, სრული აბსურდია. ფაქტობრივად, დასკვნა ეფუძნება ჩემს ყველა საჯარო სტატუსს, ყველა კომენტარს, - ამბობს რაზმაძე.