მთავრობის ადმინისტრაციის შენობას დამატებითი კონსტრუქცია დააშენეს
მთავრობის ადმინისტრაციის შენობას დამატებითი კონსტრუქცია დააშენეს. კანცელარიის ბოლო სართულზეამ დრომდე დაქირავებული მუშები მუშაობენ. ცნობილია, რომ იქ მინის გამჭვირვალე ოთახი შენდება, თუმცა რა მიზნით ეს არავინ იცის. ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურში ჯერ-ჯერობით არ განმარტავენ, რა საჭირო იყო მრავალსართულიანი შენობის დამატებითი კონსტუქციით აღჭურვა. არაფერს ამბობენ მერიაშიც. დამატებითი ონფორმაცია არც თბილისის არქიტექტურის საიტზეა განთავსებული.
ოპოზიციიას გაუჩნდა კითხვა, გასცა თუ არა მერიამ ღარიბაშვილის უწყებისთვის მშენებლობის ნებართვა, იძებნება თუ არა ეს დოკუმენტი თბილისის არქიტექტურის სამსახურში და რას ამბობენ მერიაში?
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილი ღრეობების მოსაწყობად სივრცეს აშენებს.
როგორც ჩანს, ღარიბაშილმა გადაწყვიტა, პირდაპირ მთავრობის კანცელარიის თავზე გამართოს ხოლმე წვეულებები და ამისთვის კანცელარიაზე პირდაპირ დაშენება გადაწყვიტა და დააშენა კიდეც. ალბათ იქ გაიმართება ხოლმე მისი ღრეობები. მშენებლობის ნებართვა გაცემული არ ჩანს ამ დაშენებაზე, იმიტომ, რომ როგორც წესი, თუ ეს ნებართვა არის ხოლმე გაცემული, თბილისის არქიტექტურის საიტზე უნდა ჩანდეს, მაგრამ ასეთი არ ჩანს. ზუსტად ისევე, როგროც მთავრობის კანცელარიის წინ მოაწყვეს ადრე სკვერი, აბსოლუტურად უნებართვოდ იყო მაშინაც დაწყებული სამუშაოები და მერე პოსტ ფაქტუმ ატვირთეს დოკუემნტაცია. ალბათ აქაცა სე მოხდება, - ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.