მიგრანტების საქმეზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ - პროცესი დღეს გაიმართება
მიგრანტების საქმეზე დაკავებული მამაკაცები, რომლებსაც შესაძლოა, ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირიც ჰქონდეთ, დანაშაულს არ აღიარებენ. მოდულის შენობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ამ საქმესს სუსმა გრიფი დაადო, შესაბამისად, გაუთქმელობის დოკუმენტს ხელი მოაწერაა ადვოკატმაც.
როგორ აღმოჩნდა მამაკაცების სახლებში ასაფეთქებელი მოწყობილობები, ნიღბები, ელექტროშოკები და ტერორისტული დაჯგუფება, ისლამური სახელმიწოფოს დროშები - ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.
დაკავებული მამაკაცები ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან. სხდომა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.