კახეთში ქორწილში მამაკაცი მოკლეს - ჯავიდ მამედოვს მეზობლები ჯგუფურად გაუსწორდნენ
კახეთში ქორწილში მამაკაცი მოკლეს. 29 წლის ჯავიდ მამედოვს მეზობლები ჯგუფურად გაუსწორდნენ. სოფელ ქეშალოში "პირველებს" უყვებიან, რომ ჩხუბი ფულის გამო დაიწყო, დაპირისპირებაში კი 6 ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ჯავედ მამედოვს თავდამსხმელები იმ დროს ჩაუსაფრდნენ, როდესაც ის საქორწილო სუფრას ტოვებდა.
პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, მაგრამ მოკლულის ოჯახისთვის ეს საკმარისი არაა. მამედოვები ჩხუბში მონაწილე ყველა პირის დაკავებას მოითხოვენ. ოჯახი დარმწუნებულია, რომ პირი, რომელმაც მამედოვს დანით სასიკვდილო ჭიროლბები მიაყენა, დაკავებულის ძმაა.
შვილი სასტიკად მომიკლეს, 6 კაცი ურტყამდა გამეტებით დიდი ხანი, მერე დანა ჩაურტყამთ. ყველა დასაჭერია! - ამბობს მოკლულის დედა.