მიგრანტების საქმე - აზერბაიჯანის და რუსეთის მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

12.11.23 13:21
მიგრანტების საქმე - აზერბაიჯანის და რუსეთის მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაზე
დაკავებული პირების სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ ორივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. საუბარია აზერბაიჯანის და რუსეთის მოქალაქეზე. 

უსაფრთხოებიდან გამომდინარე პროცესი დახურული იყო. საქმე გრიფი ადევს. 

შესაძლოა, საქართველოში დაპატიმრებულ რუს და აზერბაიჯანელ მამაკაცებს ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდეთ კავშირები. მათ სახლებში ასაფეთქებელი ნივთიერებები, ელექტროშოკები და ისლამური სიმბოლიკის დროშები იპოვეს. 

შემდეგი სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს გაიმართება.