ყაჩაღობა თბილისში - დაკავებულია ორი პირი

15.06.21 11:53
ყაჩაღობა თბილისში - დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კრიმინალში ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და მეპატრონეს დანის მუქარით 40 000 ლარის ღირებულების ძვირფასეულობა გასტაცეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს, გ.მ. და გ.წ. ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისში, ს. ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეპატრონეს და დანის მუქარით, 40 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები გასტაცეს.
სამართალდამცველებმა ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ერთ-ერთი ბრალდებული კ.გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ და "გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, -
ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.