მკვლელობა ქორწილში ცხვრების გამო - "პირველებმა" მომხდარის ახალი დეტალები გაარკვია

12.11.23 15:14
მკვლელობა ქორწილში ცხვრების გამო - "პირველებმა" მომხდარის ახალი დეტალები გაარკვია

მკვლელობა ქორწილში ცხვრების გამო - "პირველებმა" საგარეჯოში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები გაარკვია.  დგინდება, რომ ჩხუბი ჯავიდ მამედოვმა დაიწყო, რადგან მას მეზობელი ვალს არ უბრუნებდა. საუბარია გაყიდული 7 ცხვრის ფულზე.

მოკლულის ოჯახი "პირველებთან" ამბობს, რომ დანაშაულის თვითმხილველები ჰყავს. მათი თქმით, 29 წლის ჯავედ მამედოვს ფიზიკურად რამნეიმე ადამიანი უსწორდებოდა და მათ შორის, ქალებიც იყვნენ. 

ჩემი ბიჭი მანქანით მოდიოდა, უცბად ქალებმა გზა ჩაკეტეს და მოსულა, კარი გახსნა და ცემა დაიწყო. მანამდე ჩემი ბიჭი ჩამოვიდა, "რაო, ქალბატონო. რა გინდათ, რა დავაშავეო?" "არა, ეს უნდა მოვკლათო". მანამდე პატარა ბიჭმა დიდი დანა ამოიღეს მანქანიდან ად ჩაარტყეს. დიდი ბიჭი დააჭერინა. რასაც ვითხოვთ, ოჯახში ვინც არის, მანდ ვინც ყოფილა, ყველას პატიმრობა, - ამბობს მოკლულის მამა. 

მკვლელობისთვის დაკავებული ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება, მაგრამ მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ ნამდვილი მკვლელი თავისუფალია. ვრცელდება ინფორმცია, რომ 29 წლის კაცი უმცროსმა ძმამ გაიმეტა სასიკვდილოდ, დანაშაული კი საკუთარ თავზე უფროსმა აიღო.

კახეთში ქორწილში მამაკაცი მოკლეს. 29 წლის ჯავიდ მამედოვს მეზობლები ჯგუფურად გაუსწორდნენ. სოფელ ქეშალოში "პირველებს" უყვებიან, რომ ჩხუბი ფულის გამო დაიწყო, დაპირისპირებაში კი 6  ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.