არასრულწლოვნის სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული 57 წლის პედაგოგი მოსამართლემ ციხეში გაუშვა
ოზურგეთში მოსამართლემ 57 წლის პედაგოგი ციხეში გაუშვა. სკოლის მასწავლებელს მერვე კლასის მოსწავლე სექსუალური სახის დანაშაულში ამხელს. პროცესი ოზურგეთის სასამართლოში ცოხტა ხნის წინ დასრულდა. ის მედიისთვის დახურული იყო, თუმცა გაირკვა, რომ დაკავებული პედაგოგი ბრალს არ აღიარებს.
57 წლის კაცი ადვოკატი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისი თქმით, ბრალდებები შეთითხნილია, რადგან პედაგოგი სკოლაში რამდენიმე წლის განმალვლობაში მუშაობდა, ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას და მოზარდსაც სწორედ სამედიცინო დახმარება გაუწია.
შსს-ს თანამშრომლებმა ფიზკულტურის მასწავლებელს ხელბორკილები მას შემდეგ დაადეს, რაც გოგონამ შემზარავი ამბის შესახებ მეგობრებთან ალაპარაკდა და თქვა, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო. სწორედ ამის შემდეგ შევიდა ზარი გომელაურის უწყებაშ, რის შემდეგაც 57 წლის პედაგოგი საკუთარ სახლში დააკავეს.
13 წლის გოგონასთან ამ დრომდე ფსიქოლოგები მუშაობენ.