"წაუყენეთ თამაზ გინტურის მკვლელებს დაუსწრებლად ბრალი" - მესამე სექტორი ხელისუფლებას

12.11.23 15:40
"წაუყენეთ თამაზ გინტურის მკვლელებს დაუსწრებლად ბრალი" - მესამე სექტორი ხელისუფლებას

"წაუყენეთ თამაზ გინტურის მკვლელებს დაუსწრებლად ბრალი"- ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციები საგამოძიებო ორგანოს მიმართავენ. იურისტებს მიაჩნიათ, რომ სამართლებრივი პროცესის დაწყება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ დამნაშავეების დასასჯელად პროცედურები დაიწყოს. სწორედ სისხლის სამართლის საქმის აძღვრის შემდეგ შეუძლია თბილისს, მოსთხოვოს მოსკოვს დამნაშავეების გადმოცემა.

ყოფილი უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ გონივრული იქნებოდა, თუ სახელმწიფო დაზარალებულის უფლებამონაცვლედ თამაზ გინტურის ოჯახს აღიარებდა. მისი თქმით, სახელმწიფო შესაბამისად ვერ მოქმედებს, რადგან ამ დრომდე ბრალი რუსლი მაიორებისთვის არავისთვის წარუდგენიათ. 

ის, რომ რეალურად შესაძლებელია თუნდაც ძებნა დაიწყოს სავარაუდო მკვლელების, ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას ქართული მხრიდან, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ ეტაპზე და მოიტხოვს რუსეთისგან გადმოცემა კონკრეტული პირების, რომლებიც არიან სავარაუდოდ, ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი. აუცილებელია, თუნდაც ოჯახის წევრებს ჰქონდეთ დაზარალებულის სტატუსი ანუ უფლებამონაცვლის სტატუსი, რომ ოჯახი იყოს ჩართული საგამოძიებო პროცესებში, - ამბობს ნანუაშვილი. 

რეაგირების იმედი არა ქვთ პოლიტიკოსებს. ოოზიციაში ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" რუსეთის ხელისუფლებასთან კოლაბორაციაშია  და სწორედ ამიტომ, მკვლელ ოკუპანტებს არავინ დასჯის. 

"ქართული ოცნების" სანქცირებული სასამართლო ამ ადამიანებს დაუსწრებლად გამოუცხადებს თუ დაუსწრებლად სასჯელს, თქვენ ხომ გესმით, რომ ეს არაფერს ცვლის. "ქართული ოცნება", მისი სასამართლო, მთელი მისი სისტემა ემსახურება რუსეთის ფედერაციის ინტერესებს, შესაბამისად, არ მჯერა იმის, რომ ეს გამოძიებაც კი რაიმე ფორმით რუს ჯარისკაცებს დაადანაშაულებს რამეში. ესეც არ მოხდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნორმალური ხელისუფლება, "ლელო" რომ ახლა ხელისუფლებაში იყოს, ჯერ კიდევ გამალებით, აბსოლუტურად ყველა საშუალებით, აბსოლუტურად ყველა ტრიბუნაზე უნდა მოგვეთხოვა ამ მკვლელების გადმოცემა საქართველოსთვის, - ამბობს "ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი.