ოკუპანტებმა თამაზ გინტური ლაჩრულად მოკლეს - მეუფე იაკობი

12.11.23 15:50
ოკუპანტებმა თამაზ გინტური ლაჩრულად მოკლეს - მეუფე იაკობი

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე დღეს საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა  მეუფე იაკობმა. სასულიერო პირმა კირბალში მომხდარ მკვლელობას  სულისშემძვრელი ამბავი უწოდა. მღვდელი ფიქრობს, ეს უბრალო ტრაგედია არ არის, საქართველოს მოქალაქე ეკლესიის და სარწმუნოების დაცვას შეეწირა და რუსებმა ის ლაჩრურულად ზურგში სროლით მოკლეს. 

მოკლეს ეს ადამიანი, მაგრამ ნახეთ, ამ ადამიანმა რა გააკეთა. არ მიატოვა თავის წინაპართა საძვალე. საფლავზე მივიდა ადამიანი და მერე ავიდა სალოცავში. ანუ არც წინაპრები არ მიატოვა და რა თქმა უნდა, ღვთის სადიდებლად იყო მისული და მათი სული უნდა შეევედრებინა და კიდევ სხვების სულიც უნდა შეევედრებინა უფლისთვის და ამ დროს კლავენ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იცოდეს, რა შეემთხვეოდა, იგივეს გაიმეორეობდა. ხომ იცოდა, რომ შეიძლება მოეკლათ? იქ ნებისმიერ გადასულზე არა მარტო გიჭერენ... სარწმუნოება აქვთ იმათ, კაცობა აქვთ თუ რა? ასე ლაჩრულად იარაღი გიჭირავს და უიარაღო კაცს კლავ. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც მან დაამარცხა ის მტარვალები, - ამბობს მეუფე იაკობი.

გინტურის გარდა სინოდის წევრმა ისაუბრა ევროკომიის გადაწყვეტილებაზეც. ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ ოკუპანტები ქართველების გამწარებას შეეცადნენ.

რეკომენდაცია გაიცა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით. ეს მკვლელობა როდის ხდება? რამდენიმე დღეში. ოკუპანტი შეეცადა, რომ გავემწარებინეთ, - ამბობს სასულიერო პირი.