EU-ს რეკომენადციის შემდეგ თავპირი ჩამოსტირით - მეუფე იაკობი თავს ისევ ოპოზიციას ესხმის

12.11.23 16:12
EU-ს რეკომენადციის შემდეგ თავპირი ჩამოსტირით - მეუფე იაკობი თავს ისევ ოპოზიციას ესხმის

მეუფე იაკობი ამტკიცებს, რომ კანდიტატის წევრობის რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა. ამის შესახებ სასულიერო პირმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

ბოდბელი ეპისკოპოსი თავს ისევ ოპოზიციას დაესხა და თქვა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლების ოპონენტებს "თავპირი ჩამოსტირით". მისი მტკიცებით, ოპოზიციის მიზანი იყო, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. 

მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ერთი ამბავი იყო, ორჯერ ლამის რევოლუცია მოხდა ამ კანდიდატის სტატუსის არ მოცემაზე და ხალხს თავპირი ჩამოსტირით. ისინი, რომლებიც იძახოდნენ, რომ ძალიან კარგია ესო, იმათმა დაიწყეს მანამდე ტირილი, როცა მიხვდნენ, რა ხდება და მუცლის გვემა აუტყდათ, როდესაც პატიმარმა ბრძანა, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა თავისი ძალისხმევით ერთად მოიპოვა. ხელისუფლებას ეძახიან რუსს და რა არის რუსობა ან რა არის საქართველოს მტრობა, ავიღოთ. როგორც ამბობდნენ თუ ევროკავშირის კანდიდატი ვერ გავხდებოდით, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი და პირდაპირ რუსეთზე მიბმა იქნებოდა და ვინ დადიოდა და ვინ იძახოდა უცხოეთში, რომ არ არიან მსისაღებიო? კარგად გადახედონ, ვინ აფინანსებენ, მოპარული ფულით, საქართველოდან გატანილი ფულით, ნაძარცვი ფულით, თვითონ რუსის ბიზნესმენები. თან რუსებს აგინებენ... ევროპის ფულიც უნდათ, რუსების ფულიც უნდათ, - ამბობს მეუფე იაკობი.