"ავტომატით იყო, ხმა არ ამოიღო, თორემ მოგკლავო" - სალარიძეების ოჯახი მათზე თავდასხმას იხსენებს
სალარიძეების ოჯახი, რომელიც გვიან ღამით 90-იანების დააყაჩაღეს, მომხდარს იხენებს. ქალი ამბობს, რომ თავდამსხმელები აგრესიულები და შეიარაღებულები იყვნენ. მისი თქმით, დამყაჩაღებლებმა მამა და შვილს სცემეს, თავად კი იარაღის მუქარით აშინებდნენ და ოქროს და ფულს სთხოვდნენ.
უცებ დამეტაკა ხელით, დამატრიალა და წამაქცია ძირს, ბეტონზე და "ხმა არ გაიღო, თორემ მოგკლავო". იმ წუთში მეგონა, რომ ყველა დახოცილი იყო და გამეყინა სხეული. "მომკალი,"-მეთქი და ავწიე ხელები. იარღით იყო, ავტომატით და რომ მომაჭირა ამაში, ჯერ ხელი და მერე იარაღი... მერე წამოდექიო, მითხრა. წამოვდექი და დავჯექი ამ ადგილზე. ერთი იყო ძალიან აგრესიული, რომელსაც უკვე გაულახია ჩემი შვილი, მამაჩემიც დასისხლიანებული და გაშიშვლებული იყო წელზევით მაამჩემი და ადნებით აშინებდნენ, რომ"ფული და ოქრო". ყველაფერი მიცევი და მერე საძინებლებიც დაათვალიერა, ყველა უჯრა, ყველა სათავსო გადმოანგრიეს. დამაჩოქა, - ამბობს სალარიძის ოჯახის წევრი.
ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში სალარიძეების ოჯახს თავს დაესხნენ და ძვირადღირებული ნივთები, ოქრო და თანხა წაიღეს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავამსხმელები ნიღბიანები იყვნენ. ნაცემია ოჯახის რამდენიმე წევრი. ირკვევა, რომ ყაჩაღობის დროს ისინი გაკოჭეს კიდეც.
პოლციცია დამნაშავეებს მტელი ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე ეძებს.
გამოძიება სსკ-ის 179 მუხლით მიმდინარებს.