რუსული ფული "ოცნების" ყულაბაში - ანტიკორუფციული სამსახური დუმს

12.11.23 20:10
რუსული ფული "ოცნების" ყულაბაში - ანტიკორუფციული სამსახური დუმს

 

 

ანტიკორუფციულ ბიუროში ხვალ დილიდან იმ ხალხის დაბარება უნდა დაიწყოს, ვინც "ქართულ ოცნებას" ფული შესწირა და ვერ ასაბუთებს საიდან. ასე ფიქრობს ოპოზიცია და ამასვე ითხოვს კანონი, მაგრამ რაჟდენ კუპრაშვილის უწყება ამ დრომდე დუმს.

შაბათის ეთერმა გაშიფრა სქემა, რომლითაც მმართველი პარტიისთვის გადარიცხული თანხების რაოდენობა გეოომეტრიული პროგრესით იზრდება. ნაპოვნია ათობით საეჭვო ტრანზაქცია. სოლიდურ თანხებს "ოცნებას" ჩუქნიან ადამიანები, რომელთაცც არანაირი ბიზნესი არ აქვთ და ხელფასზე ცხოვრობენ. ნაწილი დაცვაში მიზერულ ხელფასზე მუშაობს ან მშენებლობაზე მუშად არის დასაქმებული. დამფინანსებლებს შორის არიან უმუშევრებიც. "ოცნების" პარტიულ ყულაბაში შედის რუსული ფულიც.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.