სისტემის მხილება დასჯით დასრულდა - რისთვის გაათავისუფლეს შსს-დან გოგა რაზმაძე?
სისტემის მხილება დასჯით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს საჯარო მოხელე, ვინც კრიტიკულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში აქვეყნებდა. გომელაურის უწყებამ გოგა რაზმაძეს ტვ პირველის ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე გამოქვეყნებული პოსტი და რუსული კანონის დაგმობა არ აპატია.
ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსნამმა დღეს ღიად თქვა, რომ მას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დაუპირისპირდა. ირკვევა, რომ მის გვერდით არც სახალხო დამცველი დადგა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.